შინაარსზე გადასვლა

მიჰრიმაჰ სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიჰრიმაჰ სულთანი

დახატულია კრისტოფანო დელ'ალტისიმოსს მიერ XVI საუკუნეში
მშობლიური სახელი مهر ماه سلطان
დაბადების სახელი მიჰრიმაჰი
დაბადების თარიღი 21 მარტი, 1522
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 25 იანვარი, 1578
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
პროფესია ოსმალეთის იმპერია
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) რუსტემ-ფაშა
შვილ(ებ)ი აიშე ჰუმაშაჰი, მურადი, მეჰმედი
მშობლები მამა: სულეიმან I
დედა: ჰიურემ სულთანი

მიჰრიმაჰ სულთანი (დ. 21 მარტი, 1522 — გ. 25 იანვარი, 1578) — ოსმალეთის სულთან სულეიმან I-ისა და როქსოლანას შვილი.

მიჰრიმაჰ სულთანი იყო სულეიმან დიდებულის და მისი კანონიერი ცოლის, ჰიურემ სულთნის ერთადერთი ქალიშვილი. მიიღო ბრწყინვალე განათლება, ფლობდა რამდენიმე ენას, იყო ძალზედ ერუდირებული, დაინტერესებული იყო პოლიტიკით და ქველმოქმედებით. ამასთან ერთად მიჰრიმაჰი იყო ლამაზი, ელეგანტური სულთანი გრძელი, ოქროსფერი თმით. 1539 წელს 17 წლის მიჰრიმაჰი მიათხოვეს 38 წლის რუსტემ-ფაშას. თანამედროვენის თქმით მიჰრიმაჰი დედის რჩევას დათანხმდა გათხოვილიყო ამბიციურ და ოსმანთა დინასტიის ერთგულ რუსტემზე. მამაც დათანხმდა ცოლის სურვილს — სულეიმანის მხრიდან რუსტემ-ფაშა დიდი ნდობით სარგებლობდა. ხუთ წელიწადში რუსტემ-ფაშა გახდა ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი.

მიჰრიმაჰ სულთანი იყო ძალზედ გავლენიანი და მდიდარი. მან მიიღო მონაწილეობა მეუღლის პროექტებში და დედას დაეხმარა ემართა სახელგანთმული ჰიურემ ჰასეკი სულთნის ფონდი. 1558–1578 წლებში მართავდა სულთნის ჰარემს. მისი ძმის სელიმ II-ის მმართველობის პერიოდში ფაქტობრივად იყო ოსმალეთის იმპერიის ვალიდე-სულთანი. ასევე ცნობილია, რომ მიჰრიმაჰმა გამოყო სახსრები თავისი სახელობის ორი მეჩეთის კომპლექსისთვის (ედრნექაფის რაიონში და უსქუდარის რაიონში) სტამბოლში, რომელის მშენებლობასაც ხელმძღვანელობდა სახელგანთქმული არქიტექტორი სინანი.

რუსტემ-ფაშას და მიჰრიმაჰ სულთნის შვილების რაოდენობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ზუსტად არის ცნობილი, რომ მიჰრიმაჰს რუსტემთან ქალიშვილი, აიშე ჰიუმაშაჰი ჰყავდა. აიშე ჰიუმაშაჰის ქმარს და შვილებს გავლენიანი პოზიციები ეკავათ ოსმალეთის იმპერიაში. ეს ფაქტი ეხება აიშე ჰიუმაშაჰის შვილიშვილებსაც.[1].

მიჰრიმაჰის და რუსტემის ვაჟი მამასთან ერთად შეჰზადეს მეჩეთის სასაფალოზე განისვენებს. ის გარდაიცვალა მამის გარდაცვალებიდან მალევე ეპიდემიით[2]. მიჰრიმაჰის ორი უსახელო ვაჟის საფლავები მისივე სახელობის მეჩეთში, უსქუდარში არის.

მიჰრიმაჰ სულთანი გარდაიცვალა 1578 წლის 25 იანვარს, 56 წლის ასაკში. ის იყო სულთან სულეიმანის ერთადერთი შვილი, რომელსაც ეღირსა სულეიმანის სასაფლაოზე დაკრძალვა.

  1. Alberto M. Ghisalberti, Dizionario Biografico degli Italiani, Rom: Istituto della Enciclopedia Italiana, 1981. — გვ. 25.
  2. Gülru Necipoğlu, The Age of Sinan. Architectural Culture in the Ottoman Empire, London, 2005. — გვ. 327.
  • Sakaoğlu, Necdet (Nisan 2012). Süleyman, Hurrem ve Diğerleri: Bir Dönemin Gerçek Hikayesi.
  • Imperial Harem : Women and Sovereignty in the Ottoman Empire 199379, Oxford University Press, ISBN 0-19-508677-5.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]